სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: რატომ ნაგვიანდება ჩვენი ენა?

პროექტის მთავარი იდეა: მშობლიური ენის დაცვის და  გაფრთხილების   იდეა.

პროექტის აქტუალობა: ძიების, არსებული პრობლემის გაცნობიერების, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების განვითარებას.  განუმტკიცდებათ თანამშრომლობითი უნარ–ჩვევები. ჩამოუყალიბდებათ ისტ–ის გამოყენების უნარ–ჩვევები.

პროექტის მიზნები: მოსწავლეების წერასა და ზეპირმეტყველებაში სიტყვების სწორი ფორმების დამკვიდრებას. ჩამოყალიბდნენ მშობლიური ენის ქომაგებად. ამაღლდეს მათი მოქალაქეობრივი შეგნება.

მონაწილეთა ასაკი: 13 წელი.

ვადები/ ხანგრძლივობა: ერთი კვირა.

მოსალოდნელი შედეგები: დამზადდება ორთოგრაფიული დაფა, რომელზედაც განთავსდება სამასამდე  სიტყვის არასწორი ფორმა  სწორი შესატყვისებით.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:  მოსწავლის ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელო, ლექსიკონები, კომპიუტერი, ინტერნეტი, ფორმატის ქაღალდები, მარკერები და სხვა.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):


აქტივობა 1. თემის შერჩევა და შესაბამისი კითხვების ჩამოყალიბება.
თემა: რატომ ვანაგვიანებთ ჩვენს ენას?
შესაბამისი კითხვები:  რა გვიშლის ხელს, სწორად წერასა  და მეტყველებაში?
ვინ და რა ანაგვიანებს ენას?
გვაღელვებს თუ არა  ჩვენი ენის ბედი?
რა უნდა მოვიმოქმედოთ, პრობლემის გადასაჭრელად?
მოსწავლეები ინტეტერნეტის   მეშვეობით მოიძიებენ  ენის მესვეურთა: ენათმეცნიერთა, მწერალთა, საზოგადო მოღვაწეთა წერილებსა და სტატიებს  პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით.


აქტივობა 2. საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება.
კლასი დავყავი ორ ჯგუფად, თითოეულს მივეცი მითითებები და დავეხმარე სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაში. მანამდე, კიდევ ერთხელ გავაცანი პროექტის მოსალოდნელი შედეგები, რომლის მიხედვითაც, ჯგუფებს  ევალებათ სამასამდე სიტყვის არასწორი ფორმის შერჩევა და მათთვის სწორი ფორმის მისადაგება.


აქტივობა 3. მოვალეობების გადანაწილება.
პირველმა ჯგუფმა გადაწყვიტა ორასი სიტყვის უმართებულო ფორმის მოძიება. აქედან, ასი სტილისტურად, ასი კი, ორთოგრაფიულად  უმართებულო ფორმა, სწორი შესატყვისებით.
ისინი დავარწმუნე, რომ მუშაობას გაუადვილებდათ ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელო, სადაც თითქმის საჭირო რაოდენობა მოიპოვება  აღნიშნული ფორმების.თუ საჭირო გახდება ისარგებლონ ინტერნეტითაც.
მე–2 ჯგუფმა გადაწვიტა  ასამდე სლენგი–ჟარგონის, ბარბარიზმებისა და ენაში ახლად შემოჭრილი უცხო სიტყვების განმარტებების მოძიება. ისინი გამოიყენებენ როგორც ლექსიკონებს, ასევე ისარგებლებენ ინტერნეტითაც.


აქტივობა 4. პროდუქტის დამზადება.
მოსწაავლეებს რამდენიმე დღე  დასჭირდათ პროდუქტის შესაქმნელად. შემდეგ ისინი გაერთიანდნენ ერთ ჯგუფად  და იმუშავეს ორთოგრაფიული დაფის დამზადებაზე.


აქტივობა 5. პროდუქტის პრეზენტაცია.
კვირის თავზე მოეწყო მოსწავლეების მიერ შექმნილი პროდუქტის პრეზენტაცია. სარედაქციო კოლეგიამ დაფაზე დევიზით: ნუ დაანაგვიანებ ენას! სამასამდე სიტყვის უმართებულო  ფორმა განათავსა მართებული შესატყვისით. ნაწერის იერ–სახის ეფექტის გათვალისწინებით მოსწავლეებმა წითელი და შავი  ფერის მარკერები იხმარეს, რამაც ვიზუალურად მიმზიდველი გახადა  ის. ორთოგრაფიული დაფა  ქართული ენის კაბინეტში თვალსაჩინო ადგილას  განთავსდა. დაფაზე წარწერა: ნუ დაანაგვიანებ ენას! ყოველდღიურად შეახსენებს დამნახავს, რომ გაფრთხილება სჭირდება ღვთისაგან ბოძებულ საუნჯეს–მშობლიურ ენას.


აქტივობა 6.  მოსწავლის განმავითარებელი შეფასება.

სასწავლო წელი–2010–11 ს.წ.
თვითშეფასების ბარათი. # 7.
მოსწავლის სახელი: დ. ხუხუნაიშვილი. კლასი მე–7.
პროექტის დასახელება: რატომ ნაგვიანდება  ჩვენი ენა?
დავალების/აქტივობის/ხელმძღვანელი: დ. ხუხუნაიშვილი.
დავალება შევასრულე:
ჯგუფთან ერთად
აღვწერ აქტივობას და მივუთითებ, რა მიზნისთვის უნდა მიმეღწია:
აქტივობა/დავალება: ლექსიკონისა და ისტის საშუალებით, უნდა მომეძებნა ასამდე ფორმა სლენგი–ჟარგონის, ბარბარიზმებისა და ენაში ახლად შემოსული უცხო სიტვების ქართული განმარტებები.
მიზანი: მონაწილეობა მივიღე პროდუქტის შექმნაში, რათა მოსალოდნელი შედეგები სახეზე ყოფილიყო.
ჩემი აზრით, მიზანს :
მივაღწიე ––––––––––––––
ნაწილობრივ ----------–––
ვერ მივაღწიე  –––––––
თავისუფლად მივაღწიე, დაბრკოლების გარეშე შევასრულე ეს აქტივობა.
წავაწყდი სიძნელეებს –
სიძნელეები ვერ  გადავლახე –
გადავლახე  შემდეგნაირად: ზუსტად შევასრულე მასწავლებლის ყველა მითითება, ასევე, მან დამარწმუნა, რომ  ჩემი  დიდი სურვილისა და ინტერესის გამო, დავალებას წარმატებით შ ევასრულებდი.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთნ/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტი პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევ შედეგებს.
მიმართულება წერა. ქ. VII. 12
მოსწავლე ირჩევს წერილობით ტექსტის ფორმასა და სტილს  მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
მიმართულება ზეპირმეტყველება ქ.VII.5
მოსწავლე  ამოიცნობს და იყენებს ზეპირმეტყველების ძირითად ენობრივ მახასიათებლებს.

პროექტის ხელმძღვანელი: მერი ჩიკვილაძე.

ხელმძღვანელის ელ– ფოსტა: mchikviladze9@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий